|
2020-01-22 11:26:38, 1762 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი ამერიკელი კონგრესმენების წერილზე: წერილებით ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები
„მე ვფიქრობ, რომ წერილებით ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები“, - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკელი კონგრესმენების მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ კრიტიკულ წერილს. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვაშინგტონში მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტზე კონგრესმენებს საშუალება მიეცემათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ მკაფიო, ზუსტი ინფორმაცია მიიღონ. „მე ვფიქრობ, რომ წერილებით ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ის ვიზიტები, რომელიც დაიგეგმება და იგეგმება უკვე მაღალი თანამდებობის პირებისა ვაშინგტონში, იქნება კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის კონგრესმენებს მიეცეთ მკაფიო, ზუსტი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ნებისმიერი სახის გამოხმაურება. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვეკიდებით მათ რეკომენდაციებს, მათ რჩევებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველა კითხვაზე, რომელიც მათ აქვთ, შეიძლება ეს იყოს სუბიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობილი, მაგრამ აუცილებელია, რომ იყოს გაცემული ყველა კითხვაზე პასუხი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოთხმა კონგრესმენმა წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს და ამბობს, რომ მასთან ერთად წერილის ავტორები გერი კონოლი, მაიკლ მაკკოლი და ელიოტ ენჯელი არიან. გახარიასათვის გაგზავნილ წერილში ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)