|
2020-01-21 13:04:58, 1771 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: მჯერა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებში და გაგრძელდება ჰუმანური პოლიტიკა
„მჯერა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებში და გაგრძელდება ის ჰუმანური პოლიტიკა სასჯელაღსრულების სისტემაში“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მისი მიზანია, რომ მომავალმა მინისტრმა, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იქნება, უკეთესი პოლიტიკა გააგრძელოს. „რა თქმა უნდა, მჯერა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებში. რა თქმა უნდა, გაგრძელდება ის ჰუმანური პოლიტიკა, რაც ჩვენ შევძელით მოგვეტანა პენიტენციურ სისტემაში თითოეული ჩემი წინამორბედი მინისტრის თაოსნობით, დაწყებული ბატონი სუბარიდან, შემდეგ უკვე მე ვცდილობ, გავაგრძელო. გაგრძელდება პოლიტიკა, მშენებლობები – ჩვენ წელს ჩავუშვებთ და მომდევნო იუსტიციის მინისტრი გააგრძელებს. ჩემი მთავარი მიზანია, რომ მან, ვინც იქნება მინისტრი და ის იქნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, შეძლოს, ამას დააშენოს უკეთესი რამ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)