|
2020-01-20 16:01:40, 1445 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფაზე - როგორც წესი „ოცნება“ ჯერ მოქმედებს და შემდეგ ფიქრობს
„როგორც წესი, „ქართული ოცნება“ ჯერ მოქმედებს და შემდეგ ფიქრობს“, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გიგა ბოკერიამ განათლების სამინისტროსგან კულტურის სამინისტროს გამოყოფასთან დაკავშირებული ინფორმაცია. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, განათლების და კულტურის სამინისტროების გაყოფამდე ხელისუფლებამ ხარჯები, შემცირების ნაცვლად, გაზარდა. „როგორც წესი, „ქართული ოცნება“ ჯერ მოქმედებს და შემდეგ ფიქრობს ხოლმე. ეს ერთი. რაც შეეხება მეორეს, ხარჯები არ შეუმცირებიათ იქამდე, უბრალოდ, ეს გაფორმებაა იმისი, როგორი სიცრუე იყო ეს მცირე მთავრობა, რადგან ყველამ იცით, რომ ისინი ხარჯებს ზრდიან და აქვთ მსოფლმხედველობა, რომ ისინი არიან მშობლები, სინამდვილეში კი არიან ცუდი ძიძები. უნდათ, რომ ხალხის ბევრი ფული წაიღონ და მერე თვითონ ხარჯონ. ფული იხარჯება კორუფციაზე ან მვნებლურ ინიციატივებზე იმის ნაცვლად, რომ თავისუფლება მისცენ ადამიანებს, რომ თავისი მოპოვებული შროით ჯიბეში რა ფულიც აქვთ, თვითონ გადაწყვიტონ საკუთარი ცხოვრება“, - განაცხადა ბოკერიამ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)