|
2020-01-20 14:40:03, 1483 ნახვა
პოლიტიკა
ელიზაბედ რუდი: როგორც აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელი, აღვნიშნავ საქართველოს დიდ პროგრესს
„მინდა აღვნიშნო ის ძალიან დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია, თუმცა ახლა არის მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოს დემოკრატიულ გზაზე“, -ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბედ რუდმა განაცხადა. როგორც რუდმა აღნიშნა, დიალოგი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, რომელიც აშშ-ს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით მიმდინარეობს, არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მიღწეული იქნას შეთანხმება. მანვე დასძინა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი საარჩევნო რეფორმის გატარება, რომელიც გაითვალისწინებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს. მე, როგორც აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელს, მინდა, აღვნიშნო ის ძალიან დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია, თუმცა ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოს დემოკრატიულ გზაზე. ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც მიმდინარეობს აშშ-ს, ევროკავშირისა დ ევროსაბჭოს მხარდაჭერით. ეს წარმოადგენს ძალიან კარგ შესაძლებლობას მმართველი გუნდისთვის და ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ მიაღწიონ შეთანხმებას, წავიდნენ გარკვეულ დათმობაზე და მიიღონ საუკეთესო მოდელი ქვეყნისა და დემოკრატიის განვითარებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი საარჩევნო რეფორმის მიღება, რომელიც გაითვალისწინებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)