|
2020-01-20 10:57:34, 1174 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: ბურთი ოპოზიციის მოედანზეა, ველოდებით კონკრეტულ განხილვას ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით
„ბურთი ოპოზიციის მოედანზეა. ველოდებით კონკრეტულ განხილვას ახალ მოდელთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და ვერ მოხდება ახალ მოდელთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა, მაშინ არჩევნები არსებული, შერეული სისტემის ფარგლებში ჩატარდება. „ჩვენ შეთავაზებული გვაქვს კომრომისული ვერსია ოპოზიციისთვის, სადაც მკვეთრად იზრდება პროპორციული მანდატების რაოდენობა და მკვეთრად მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. ასევე ვემზადებით დიალოგის მომდევნო რაუნდისთვის პოლიტიკურ ოპოზიციასთან და ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციულნი რომ გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიოთ. ბურთი ოპოზიციის მოედანზეა. მოლაპარაკების მომდევნო რაუნდში, ველოდებით კონკრეტულ განხილვებს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და ვერ მოხდება ახალ მოდელთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა, მაშინ არჩევნები ჩატარდება არსებული, შერეული სისტემის ფარგლებში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)