21:54 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-20 10:44:15, 4114 ნახვა

მსოფლიო
ბერლინის კონფერენციაზე ლიბიისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვაზე შეთანხმდნენ

გერმანიის დედაქალაქში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ლიბიისთვის ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობასა და იარაღის მიწოდების აკრძალვის შესახებ შეთანხმდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ deutsche welle “ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დოკუმენტს 16 სახელმწიფომ და ორგანიზაციამ მოაწერეს ხელი, მათ შორის იყო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერგეკლი.

ანგელა მერკელის განცხადებით, გადადგმული ნაბიჯი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და კონტროლი უფრო უნდა გამკაცრდეს.

„საკითხის გადაწყვეტის დროს ყველა მონაწილე კონსტრუქციულად მუშაობდა. ყველა შევთანხმდით, რომ იარაღის შეტანაზე დაწესებულ ემბარგოს ვცემთ პატივს და ამ საკითხის კონტროლი ბევრად მკაცრად უნდა განხორციელდეს, ვიდრე აქამდე“, - დასძინა გერმანიის კანცლერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics