|
2020-01-17 13:48:44, 2021 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: უმრავლესობის მხრიდან შოთაძის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა
„მინდა გითხრათ, რომ შოთაძის პროკურორის პოზიციაზე საქმიანობის დროს, არა ერთი მნიშვნელოვანი საქმე იყო გამოძიებული ეფექტურად“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თავის დროზე შოთაძემ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და გადადგა, რითაც აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არ არის მთავარი სტატუსი და თანამდებობა. აქვე, თალაკვაძემ დასძინა, რომ უმრავლესობის მხრიდან შოთაძის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა. „რაც შეეხება ბატონ შოთაძეს, მე მინდა გითხრათ, რომ მთავარი პროკურორის პოზიციაზე მისი საქმიანობის დროს არა ერთი მნიშვნელოვანი საქმე გვახსოვს, რომელიც იყო გამოძიებული ეფექტურად, დროულად, ეს არის კონკრეტული საქმეები, სადაც მძიმე დანაშაულებთან გვქონდა საქმე, იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, მკვლელობის შემთხვევები და ის საქმეებიც, სადაც საზოგადოების ინტერესი იყო მაღალი. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას გადადგომასთან დაკავშირებით, მაშინაც, როდესაც საზოგადოებას ჰქონდა კითხვები და როდესაც დაზარალებულმა გამოთქვა კითხვები მის მიმართ, მან ასევე მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და დატოვა თანამდებობა ნიშნად იმისა, რომ თანამდებობა არ არის ყველაზე მთავარი და სტატუსი არ არის ყველაზე მთავარი ჩვენი ხელისუფლების პირობებში. მე არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ მისი კანდიდატურა შესაძლო იყოს ერთ-ერთი, ვინც წარმოდგენილი იქნება პარლამენტში განსახილველად დ ვფიქრობ, რომ უმრავლესობის მხრიდან მის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)