|
2020-01-16 15:25:58, 1318 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა: ყველა საკვანძო საკითხში „ქართულმა ოცნებამ“ მოხსნა ანტირეკორდი, მას არ აქვს რეიტინგის ზრდის პერსპექტივა
„ყველა საკვანძო საკითხში „ქართულმა ოცნებამ“ მოხსნა ანტირეკორდი, მე გეტყვით, რომ მას არ აქვს რეიტინგის ზრდის პერსპექტივა“, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგები. უგულავას თქმით, „ქართულ ოცნებას“ დასჭირდება დიდი ძალისხმევა, რომ რეიტინგი პოზიტიური ძვრისკენ წაიყვანოს, რაც თითქმის შეუძლებელია. „კატასტროფაა ეს „ქართული ოცნებისთვის“, ყველა საკვანძო საკითხში „ქართულმა ოცნებამ“ მოხსნა ანტირეკორდი. აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ ზრდის პერსპექტივა? მე გეტყვით – არა, რადგან რაც ნეგატიურისკენ მიდის, ეს არის ქვეყნის განვითარება, რომელიც, როგორც წესი, ემთხვევა მმართველი პარტიის რეიტინგს. ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება „ქართულ ოცნებას“, რომ რეიტინგი პოზიტიური ძვრისკენ წაიყვანოს, ეს თითქმის შეუძლებელია იმ პოლიტიკურ ვითარებაში, რაშიც „ქართულმა ოცნებამ“, პირადად ბიძინა ივანიშვილის ხუშტურებმა და შიშებმა შეიყვანეს ქვეყანა, ამიტომ „ქართული ოცნება“ განწირულია. თუ ავიღებთ „ქართულ ოცნებას“ თავისი სატელიტი „პატრიოტთა ალიანსით“ და აქეთ ავიღებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვინც დღეს ერთობით ვფიქრობთ, დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, ციფრებით 34/24-ზეა ოპოზიციის სასარგებლოდ“ ,- განაცხადა გიგი უგულავამ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)