04:47 - 23 Jul, 2026
|
2020-01-16 14:17:43, 1194 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, ჯასტინ მაკენზი სმიტთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. გრიგოლ ლილუაშვილმა და ჯასტინ მაკენზი სმიტმა მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და დიდი ბრიტანეთის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობასა და მომავალ გეგმებს.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)