04:42 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-14 13:06:39, 2013 ნახვა

პოლიტიკა
ირანში, უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავაეს

ირანში, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაში ბრალდებული რამდენიმე პირი დააკავეს.  ამის შესახებ „როიტერი“ ირანის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის, გოლამჰოსეინ ისმაილის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, დაკავებული ირანელი სამხედროების რაოდენობა და ვინაობა უცნობია. ამ დროისთვის, მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ასევე არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 737-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად 180-მდე პირი დაიღუპა. მოგვიანებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანმა შეცდომით ჩამოაგდო.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics