|
2020-01-13 22:20:29, 2156 ნახვა
პოლიტიკა
საუკუნეების მანძილზე. ძალიან ბევრი გავიარეთ, ბევრს გავივლით -სალომე ზურაბიშვილს გურიაში ლობიოთი და მჭადით დახვდნენ
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გურიაში მის დასახვედრად დაგეგმილ პერფორმანსზე თქვა, რომ პროტესტის პროტესტი არასდროს ექნება. მან აღნიშნა, რომ კალანდობა პოლიტიკური დღე არაა, ეს საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც ყველამ ერთად უნდა იზეიმოს. "მშვიდი წელი იყოს, ერთმანეთს არ ვეჯაჯგუროთ, ვიყოთ ერთიანნი, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ჩვენი შეხედულებები, ერთმანეთის მიმართ ვიყოთ სიყვარულით, რადგან ეს არის ამ ქვეყნის ძალა, რომელიც მოდის საუკუნეების მანძილზე. ძალიან ბევრი გავიარეთ, ბევრს გავივლით, მაგრამ ვერ გავივლით, თუ არ გვექნება შიგნით, ჩვენში ეს განცდა, რომ რაც არ უნდა ერთმანეთისგან განსხვავებულობა იყოს, მაინც გვაქვს უფრო მეტი საერთო, ვიდრე დასაყოფი. ამას გთხოვთ ჟურნალისტებსაც, მე იმას კი არ გთხოვთ, რომ არ გამაკრიტიკოთ, მიდით და მაკრიტიკეთ, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ჩვენ ერთიანი მიზანი გაგვაჩნია, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და მინდა, ერთად ვიყოთ ამაში დარწმუნებული“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად გურიაში, ოზურგეთის სოფელ დვაბზუში იმყოფება, სადაც სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ლობიოთი, მჭადით და პრასით დახვდნენ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)