21:54 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-10 18:52:19, 4299 ნახვა

მსოფლიო
New York Times - ჩვენს გადამოწმებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ ხვდება რაკეტა უკრაინულ თვითმფრინავს

New York Times ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც, როგორც გამოცემა ირწმუნება ასახულია კადრები, თუ როგორ ხვდება უკრაინულ თვითმფრინავს ირანული რაკეტა.

გამოცემის ცნობით, ვიდეო გადაღებულია თეირანთან ახლოს, სადაც უკრაინულმა ავიალაინერმა ჩამოვარდნამდე სიგნალის მიწოდება შეწყვიტა. ვიდეოში ჩანს, რომ შეჯახების შემდეგ მოხდა მცირე აფეთქება, თუმცა თვითმფრინავი რამდენიმე წუთის განმავლობაში განაგრძობდა ფრენას.

საერთაშორისო მედიამ დაუდასტურებელი ინფორმაცია გუშინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ირანმა შეცდომით ჩამოაგდო უკრაინული თვითმფრინავი.

შეგხსენებთ, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 737-ის ტიპის თვითმფრინავი, რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა. თვითმფრინავი აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics