|
2020-01-10 17:41:05, 4779 ნახვა
სამხედრო
გერმანიამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი სატრანსპორტო საშუალებები გადასცა
საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ახალი სატრანსპორტო საშუალება შეემატა, რომელიც ქართული მხარისთვის გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ შეიძინა. ავტოტექნიკის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გერმანულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა: „გერმანულმა მხარემ, „შესაძლებლობების გაფართოებისა და გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, თანამედროვე ტექნიკური საშუალებები გადმოგვცა, რაც თავდაცვის ძალების ლოგისტიკურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. „გერმანია არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდამჭერი. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ გერმანიასთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, მოდერნიზებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში“, - განაცხადა მინისტრმა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ კნირშმა კი, სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საქართველოს თავდაცვის ძალების სატვირთო ავტომობილების პარკის განახლების მიზნით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს „შესაძლებლობების გაფართოებისა და გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში 1.5 მილიონი ევრო გამოიყო. გრანტის ფარგლებში 8 ერთეული წყალმზიდისა და 4 ერთეული კონტეინერმზიდის შესყიდვა განხორციელდა. სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ოფიციალურ ღონისძიებას გერმანიის სამხედრო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი უვე უკერვიცი და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)