|
2020-01-10 14:48:04, 2268 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საკასაციო სასამართლო საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საჩივარს დღეს განიხილავს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საკასაციო სასამართლო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საჩივარს დღეს განიხილავს. აღნიშნული ინფორმაცია ე.წ სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული. „ საკასაციო სასამართლო 2020 წლის 10 იანვარს, 15:00 საათზე განიხილავს აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ალხას კვიციანის საჩივარს. საკასაციო სასამართლოს შეხვედრას მოსამართლე ლი ადლეიბა და ეკატერინა ონიშენკო, თემურ ტამბას ხელმძღვანელობით დაესწრებიან“, - აღნიშნულა ე.წ სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში. ხუთშაბათს, 9 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საკასაციო სასამართლომ განიხილა ე.წ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიციანის სარჩელი, გასულ წელს გამართული არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მომხრეები საპროტესტო აქციებს მართავენ. გუშინ აქციის მონაწილეები, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. მომიტინგეები ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ. მოგვიანებით ე.წ. პრეზიდენტმა ადმინისტრაცია დატოვა, თუმცა განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)