|
2020-01-10 11:28:33, 1771 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრი ე.წ. პრეზიდენტის ადმინსტრაციაში გასროლის ფაქტს არ ადასტურებს
აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმის ცენტრში გამთენიისას სროლის ხმა ისმოდა, თუმცა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის, რაულ სმირის თქმით, გასროლა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში არ მომხდარა. როგორც სმირი აღნიშნავს, პოლიციისა და სპეცრაზმის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში სიტუაციას აკონტროლებდნენ. მისივე განცხადებით, სამართალდამცავების მთავარი ამოცანაა „ქვეყანაში“ შეტაკებები არ მოხდეს. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მომხრეები საპროტესტო აქციებს მართავენ. გუშინ აქციის მონაწილეები, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. მომიტინგეები ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ. მოგვიანებით ე.წ. პრეზიდენტმა ადმინისტრაცია დატოვა, თუმცა განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)