|
2020-01-09 11:08:45, 1844 ნახვა
საზოგადოება
ვლადიმერ ზელენსკიმ 9 იანვარი უკრაინაში გლოვის დღედ გამოაცხადა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ირანში თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით უკრაინაში, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხდა. ამის შესახებ ინფორმაცია, ვლადიმერ ზელენსკის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტმა საგანგებო თათბირის შემდეგ მიიღო. ზელენსკის გადაწყვეტილებით, „ბოინგ 737“-ის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივსაცემოდ, სახელმწიფო უწყებებზე დროშები დაეშვება. შეგახსენებთ, თეირანის აეროპორტთან უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი „ბოინგ 737“-ს ტიპის თვითმფრინავი, რომელიც რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარადა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 168 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი გარდაიცვალა.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)