|
2020-01-08 15:48:27, 1754 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა დამწვრობის ცენტრში ბავშვები მოინახულა
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში ბავშვები მოინახულა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ცენტრში ამაჟამად 7 მოზარდი მკურნალობს, ყველაზე პატარა პაციენტი კი 11 თვისაა. ბავშვებისთვის კლინიკამ ახალი სერვისი დანერგა. შესაბამისი მკურნალობის გარდა, არასრულწლოვან პაციენტებს, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისებიც მიეწოდებათ. მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს მდგომარეობაში მყოფი ბავშვების ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბავშვებს აქვთ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციის სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა. მსგავსი ტიპის სერვისებს მხარს უჭერენ საერთაშორისო ორგანიზაციები. ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ იმ კუთხით, რომ ყველა ბავშვისთვის გვქონდეს შესაბამისი სერვისის მიწოდების საშუალება. დამწვრობის ცენტრს მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი გულწრფელად ზრუნავენ პაციენტებზე და ნამდვილად აწვდიან ხარისხიან სერვისს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ბავშვებში მაღალია ცხელი წყლით და საჭმლით მიღებული დაზიანებები, ამასთანავე ახალი წლის დღეებში, განსაკუთრებით იზრდება პიროტექნიკის გამოყენებისას დაზიანებების მიღების რისკი. „ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით გაიხსნა. ფსიქოლოგები მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან. დამწვრობის მიღება საკმაოდ სერიოზული ფსიქოლოგიური ტრამვაა. მსგავსი ტიპის პირველი ცენტრი ჯოენის კლინიკაში გაიხსნა. რეაბილიტაციის ცენტრის გახსნის შედეგად შეიცვალა ჩვენი მუშაობა და მიდგომა პაციენტებთან, მათ მშობლებთან, რამაც ძალიან გაგვიადვილა მუშაობა. მოხარული ვართ, რომ ქალბატონი მინისტრი გვყავდა სტუმრად, ყოველთვის ვგრძნობთ ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერას. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო შობა და ახალი წელი, ამავე დროს უნდა გავაფრთხილო პიროტექნიკასთან დაკავშირებით, რომ ეს არ არის სათამაშო და გასართობი, ერთი შეხედვით ყველაზე უსაფრთხო პიროტექნიკამაც შეიძლება საკმაოდ სერიოზული დაზიანება მოგვაყენოს“,- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)