02:07 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-07 15:14:18, 1564 ნახვა

საზოგადოება
თალაკვაძე: 2020 წელი იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ყველამ ერთად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მსვლელობით მისულ „ალილოს" წევრებს ნობათი გადასცა და მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, 2020 წელი იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ყველაფერი გამოვა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება, მოსახლეობა და მედია შეინარჩუნებს სიმშვიდეს.

„ეს წელი იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ, მოქალაქეებმა, მედიამ და ყველამ ერთად შევძლოთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, საქმიან ვითარებაში განვიხილოთ საკითხები, მივიდეთ კიდევ უფრო მეტ ადამიანთან, ვისაც სჭირდება დახმარება, ვისი სათქმელიც ჩვენ უნდა მოვისმინოთ, ვისაც ჩვენ უნდა ვუთხრათ სათქმელი და დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქის კურთხევითა და უფლის შეწევნით ჩვენ ამას შევძლებთ. ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე და გავაცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგბლობა, ამ შემთხვევაში ყველაფერი აუცილებლად გამოგვივა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics