|
2020-01-07 11:27:51, 2316 ნახვა
კომენტარი
მეუფე დიმიტრი - მეუფე პეტრეს დიდი როლი აქვს იმაში, რომ მამალაძეს ციხეში ყოფნა უხანგრძლივდება
„მეუფე პეტრეს უსაზღვროდ დიდი როლი აქვს იმაში, რომ დღეს მამალაძეს ციხეში ყოფნა უხანგრძლივდება“, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ, „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე სინოდის შუამდგომლობის შემდეგ გათავისუფლდებოდა. „მოლოდინი გვქონდა, რომ განთავისუფლდებოდა, რადგან ჩვენ, სინოდმა მივიღეთ გადაწყვეტილება და მივმართეთ შუამდგომლობით პრეზიდენტს. ის რომ მისი ძმა გამოვიდა და იძახდა, რომ რაღაც დიალოგი შედგა ვითომ პრეზიდენტთან სრული აბსურდია. საერთოდ ამ ადამიანს ახასიათებს ეს ქოსატყუილობა. მე დეკანოზმა მამალაძემ მომწერა ის გახმაურებული წერილი, რომლის შინაარსსაც რატომღაც ყოფილი ჭყონდიდელიც არ ახმოვანებდა. თუ არ დამიხსნით ციხიდან მე ამ ყველაფერს ჟურნალისტებს და სააგენტოებს დავურიგებო. ამას წერდა მამალაძე და აწერდა ხელს. ეს არის შანტაჟი. იმაში, რომ დღეს მამალაძეს უხანგრძლივდება კიდევ ციხეში ყოფნა ფაქტია, რომ ამ საქმეში ჭყონდიდელ ყოფილს, მეუფე პეტრეს უსაზღვროდ დიდი როლი აქვს“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ. შეგახსენებთ, რომ გუშინ პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალების აქტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც მან 5 პატიმარი შეიწყალა. აღსანიშნავია, რომ შეწყალებულ მსჯავრდებულთა სიაში ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)