|
2020-01-06 15:55:39, 1193 ნახვა
კომენტარი
უგულავა: ლავროვს დარღვეული აქვს კანონი და ის არ უნდა შემოუშვან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე
„ლავროვს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი და ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უნდა შემოუშვან“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, ლავროვის საქართველოში შემომშვები ყველა პირი კანონდამრღვევი იქნება, რომლებსაც ადრე თუ გვიან პასუხი მოეკითხებათ. „ „ქართული ოცნების“ მთავრობა რომ მოვიდა, პირველი რისი გაუქმებაც უნდოდა, იყო ანტიოკუპაციური კანონის გაუქმება. „ქართული ოცნებისგან“ ჩვენ ეს არ გაგვიკვირდება, მაგრამ კანონი არის კანონი, ის მოქმედებს მინისტრზეც, რიგით მოქალაქეზეც. ლავროვს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი და ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უნდა შემოუშვან. ყველა შემომშვები იქნება დამრღვევი და შესაბამისად, კანონდარღვევის გამო ადრე თუ გვიან მოეკითხებათ პასუხი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)