|
2019-12-30 11:21:49, 3832 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: ქართული კულტურული იდენტობით უნდა მივაღწიოთ ევროატლანტიკური ინსტიტუტების სრულფასოვან წევრობას
„მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ქართული ტრადიციებით, ქართული კულტურული იდენტობით მივაღწიოთ ევროპული, ევროატლანტიკური ინსტიტუტების სრულფასოვან წევრობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის 2019 წლის ბოლო სხდომაზე განაცხადა. გახარის თქმით, საქართველო წელს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ეს შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, რათა ევროპელ პარტნიორებმა დაინახონ საქართველოს ყოველდღიური პროგრესი. „წელს ჩვენ გავხდით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად, სრულად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებს გავაცნოთ ის მიღწევები დემოკრატიზაციის, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, ის გამოწვევები, რომლებიც გვაქვს და დავანახოთ ყოველდღიური პროგრესი, რომელსაც აღწევს საქართველოს მოქალაქე და ქართული საზოგადოება", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის უსაფრთხოებას, როგორც 2019 წელს ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩენილ ახალ განზომილებას. გიორგი გახარიას თქმით, აღნიშნული საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთი მიმართულებით გაუწიოს ნატოს უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორობა. „ეს იყო უაღრესად მდიდარი წელი ერთობლივი ვარჯიშებით, რომლის რაოდენობაც იყო უპრეცენდენტო. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2019 წელს ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩნდა ახალი განზომილება შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთი მიმართულებით გაუწიოს ნატოს უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორობა. ეს არის ჩვენი მისია, შავ ზღვაში ვიყოთ უსაფრთხოების გარანტები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ასევე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან არასდროს გვქონია ასეთი ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობა, რომელიც გვაქვს დღეს ჩვენ, რომელიც დაფიქსირდა 2019 წელს და რომელიც მოიცავს სრულად ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებებს, რომელიც არის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატებთან, ეკონომიკის მიმართულებით ის პროგრესი რომელიც ჩვენ გვაქვს და რა თქმა უნდა ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)