|
2019-12-28 15:32:29, 3807 ნახვა
კომენტარი
აბაშიძე - ვულოცავ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, ბევრი გაკეთდა, რათა ეს შედეგი სწრაფად დამდგარიყო
მინდა, ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს მივულოცო, რომ ისინი ერთად შეხვდებიან ახალ წელს; ჩვენ ყველა ძალიან გახარებული ვართ და მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი გაკეთდა იმისთვის, რათა ეს შედეგი რაც შეიძლება სწრაფად დამდგარიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ექიმის დაკავების პირველივე დღეებიდან ხელისუფლებამ აამოქმედა ყველა საერთაშორისო ბერკეტი და გამოიყენა საერთაშორისო კონტაქტები, რათა შედეგი სწრაფად დამდგარიყო. „მე ამ პრობლემის თაობაზე საუბარი მქონდა პრაღაში 28 ნოემბერს, მაქსიმალურად იყო გამოყენებული ჟენევის ფორმატი და ამას ვაკეთებდით ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე. თუ ახლაც ნაკლები პოლიტიკური აჟიოტაჟი იქნება, ჩემი აზრით, ეს იქნება სწორი მიდგომა. ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი და უკეთესი იქნება, მშვიდი და საქმიანი მიდგომით ვიმოქმედოთ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და ვუსურვებ მათ ყოველივე საუკეთესოს მომავალ 2020 წელს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)