05:57 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-27 17:57:55, 4118 ნახვა

რეგიონი
სოფელ ორმოცის მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებულია

შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, 4 დღიანი სამუშაოების შედეგად ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის კერებთან უწყვეტ  რეჟიმში 300 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

„პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი  ვერტმფრენი, რომლებმაც  ჯამში 97 გაფრენა განახორციელეს.

დრონის საშუალებით ხდებოდა ცეცხლის გავრცელების არეალის მონიტორინგი.

ადგილზე შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდნენ. ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

შტაბის მუშაობაში ჩართულები იყვნენ სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში - გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

სოფელ ორმოცის მიმდებარედ მობილიზებული იყო თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა.

ადგილზე ასევე მუშაობდნენ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.

ატენის ხეობაში მონიტორინგის მიზნით რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები“,- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics