|
2019-12-26 16:00:32, 1203 ნახვა
საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, გრიპთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის საპირისპირო განცხადებას აკეთებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის საპირისპირო განცხადებას აკეთებს. ამირან გამყრელიძის განმარტებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა ქვეყანაში რეკომენდირებულია უპირველეს ყოვლისა მაღალი რისკ ჯგუფებისთვის და ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პრევენციული საშუალებაა გრიპის პროფილაქტიკისთვის. „გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ შედის აუცილებელ ანუ მანდატორულ აცრათა კალენდრებში არცერთი ქვეყნის, მათ შორის საქართველოშიც. მაგრამ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პრევენციული საშუალება გრიპის პროფილაქტიკისა. ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც, რეკომენდირებულია უპირველეს ყოვლისა მაღალი რისკ ჯგუფებისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ გრიპის ვირუსზე სავალდებულო ვაქცინაციის გაკეთება საჭირო არ არის. „ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი, რადგან ამ ეტაპზე არანაირი ეპიდემიური მონაცემები არ გაგვაჩნია. ვაქცინა, ეს არ არის პანაცეა, ამიტომ არ ვთვლი, რომ გრიპის ვირუსზე სავალდებულო ვაქცინა არის საჭირო, გრიპის ვირუსი არის ყველა ქვეყნაში ყოველ წელს და როგორმე გადავიტანთ ამას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)