|
2019-12-26 15:25:20, 1722 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: მნიშვნელობა არ აქვს რას თვლის კანონიერად ე.წ ხელისუფლება, ჩვენთვის კანონიერი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაა
„მნიშვნელობა არ აქვს ე.წ ხელისუფლება რას მიიჩნევს კანონიერად, ჩვენთვის კანონიერი გადაწყვეტილება ექიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება იქნება“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისათვის, რომ ექიმი გათავისუფლდეს. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მუშაობას მთელ ქვეყანაში, მთავრობის ძალისხმევა არის უპრეცედენტო და მომავალშიც გაგრძელდება ეს პროცესი. რაც შეეხება არ აღიარებული, ე.წ. ხელისუფლების და მისი წარმომადგენლების განცხადებებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არა აქვს, ისინი რას თვლიან კანონიერად, კანონიერად ჩვენ ვთვლით იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნება ექიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედაებიან, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)