|
2019-12-25 13:48:58, 1592 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: საქართველო მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის, როგორც რეგიონში დემოკრატიული ტრანსფორმაციის მაგალითი
"საქართველო მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის, როგორც რეგიონში დემოკრატიული ტრანსფორმაციის მაგალითი. აშშ-ს შეუძლია აჩვენოს ყველას საქართველოს მაგალითზე, რომ მისი მხარდაჭერით და დახმარებით ქვეყანამ განიცადა ეს ტრანსფორმაცია და მივიდა იმ ნიშნულამდე, რომ დემოკრატიული განვითარების ნებისმიერი პარამეტრით, იქნება ეს მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები, კორუფციასთან ბრძოლა, მედიათავისუფლება თუ სხვა, უსწრებს რეგიონის ყველა ქვეყანას და ევროკავშირის რამდენიმე წევრსაც", - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორია, თეთრი სახლის ადმინისტრაცია, განსაკუთრებით კი ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან აფასებს სანდო და ერთგულ პარტნიორებს. "როდესაც ვამბობთ, რომ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოც აშშ-ისთვის სტრატეგიული პარტნიორია. 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველო იყო ერთი პატარა პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, რომელიც აშშ-ის ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა, თუმცა დროთა განმავლობაში ჩვენი ქვეყანა აშშ-ისთვის მნიშვნელოვან პარტნიორად და მოკავშირედ იქცა. ერთი მხრივ, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორია, თეთრი სახლის ადმინისტრაცია, განსაკუთრებით კი ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან აფასებს სანდო და ერთგულ პარტნიორებს. ჩვენი სამხედროები იბრძვიან ავღანეთში ამერიკელებთან ერთად, თუმცა ბოლო სამი წლის განმავლობაში შეიცვალა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ქართველი ჯარისკაცების წვრთნა არსობრივად შეიცვალა. თუ აქამდე მათ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის ამზადებდნენ, ახლა წვრთნის მიზანი ტერიტორიული თავდაცვაა. გარდა ამისა, საქართველო მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის, როგორც რეგიონში დემოკრატიული ტრანსფორმაციის მაგალითი. აშშ-ის შეუძლია აჩვენოს ყველას საქართველოს მაგალითზე, რომ მისი მხარდაჭერით და დახმარებით ქვეყანამ განიცადა ეს ტრანსფორმაცია და მივიდა იმ ნიშნულამდე, რომ დემოკრატიული განვითარების ნებისმიერი პარამეტრით, იქნება ეს მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები, კორუფციასთან ბრძოლა, მედიათავისუფლება თუ სხვა, უსწრებს რეგიონის ყველა ქვეყანას და ევროკავშირის რამდენიმე წევრსაც“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ. ელჩმა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე საუბრისას მთავარი აქცენტი ეკონომიკურ პარტნიორობაზე გაკეთდა. დავით ბაქრაძის თქმით, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით აშშ დაინტერესებულია ჩვენს ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობებით. ამის მაგალითად მან ფოთისა და ბათუმის პორტებში განხორციელებული ამერიკული ინვესტიციები დაასახელა. "როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ისე კერძო სექტორის მხრიდან ჩნდება ინტერესი საქართველოსადმი, როგორც კვანძისადმი, დამაკავშირებლისადმი ამ დიდი ევრაზიული ეკონომიკების. ერთი მხრივ ეს არის ჩინეთი, მეორე მხრივ თურქეთი, ევროკავშირი და ჩვენ ამ ყველასთან გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთბები. საქართველო არის კვანძი მისი გეოგრაფიული მდებარეობოდან გამომდინარე. ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია და ჩვენ ამის განვითარებას უკვე ვხედავთ", - აცხადებს ელჩი.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)