|
2019-12-21 14:32:39, 6582 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს 29 წლის იუბილე მიულოცა
საქართველოს ეროვნული გვარდია დაარსებიდან 29 წლის იუბილეს აღნიშნავს. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს იუბილე მიულოცა და სიტყვით მიმართა. მან ყურადღება ქმედით და ეფექტიან რეზერვის ჩამოყალიბებაზე გაამახვილა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებს შეეხო, რაც ჯარისკაცებისთვის პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს. „ეროვნული გვარდია თავდაცვის ძალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ქმედითი და ეფექტიანი რეზერვის სისტემის ჩამოყალიბება გვარდიის უმთავრესი ამოცანაა. ძლიერი რეზერვი ძლიერი თავდაცვის გარანტიაა. ჩვენ გავაძლიერებთ არსებულ რეფორმას და შევქმნით რეზერვის ისეთ სისტემას, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაში ქვაკუთხედი გახდება“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა. ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა საქართველოს მთლიანობისათვის თავდადებულ გვარდიელთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო. დღესვე ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო ცეცხლსასროლი იარაღებით და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრთან ერთად თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ეროვნული გვარდიის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, ODC-სა და Valiant-ის წარმომადგენლები, საფრანგეთის თავდაცვის ატაშე და ვეტერანი გვარდიელები დაესწრნენ. საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს დაარსდა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. დღეს გვარდიელები მონაწილეობას იღებენ ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)