22:46 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-21 13:56:11, 3762 ნახვა

სამართალი
ბათუმში, პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ბათუმში პატრულის დაჭრაში ბრალდებულ გელა ჭაღალიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მომდევნო სასამართლო პროცესი 11 თებერვალს, 18:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის 29 წლის თანამშრომელი დაჭრეს. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

რაც შეეხება დაშავებულ პოლიციელს, ის ამ დროისთვის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics