|
2019-12-21 10:43:48, 1792 ნახვა
საზოგადოება
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამედველობის სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს, აგროდაზღვევის არსებული პროგრამის გადახედვას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას, რჩევებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას არსებული კანონმდებლობის გადახედვის/ახლის შემუშავების მიზნით, ალტერნატიული სასოფლო-სამეურნეო სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზებას, ასევე ცოდნის გაზიარებას, ინდექსზე დაფუძნებული აგროდაზღვევის განვითარების პერსპექტივის შესახებ. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, როგორც მემორანდუმით განსაზღვრული დაზღვევის კომპონენტის ძირითადი მხარე, უზრუნველყოფს აგროდაზღვევის სფეროს განვითარების ხელშეწყობას, საუკეთესო გამოცდილებისა და დაზღვევის სფეროში დანერგილი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ასევე, იზიარებენ სადაზღვევო სექტორის განვითარებაში მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების მნიშვნელობას, აგროდაზღვევის სფეროს განვითარების სარგებლიანობას და პრიორიტეტულობას. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია, ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)