06:33 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-21 10:33:16, 2919 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენ მხარს ვუჭერთ სანაოსნო სექტორში კადრების მომზადებას და განათლებას

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან, გემთმფლობელთა ასოციაციებთან ქართველი მეზღვაურების სხვადასხვა დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ღირსეული დასაქმებისთვის,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას.

მინისტრის თქმით, საქართველოში დღეს 11,000-მდე მეზღვაურია, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გემებზე საქმიანობენ.

„მათზე დიდია მოთხოვნა საერთაშორისო შრომის ბაზარზე და სარგებლობენ კარგი რეპუტაციით. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ტენდენცია გაძლიერდეს. განსაკუთრებით მხარს ვუჭერთ სანაოსნო სექტორში კადრების მომზადებას და განათლებას. ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაანონსდა ფოთში ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალის გახსნა, სადაც 1000-მდე სტუდენტი გაივლის პროფესიულ მომზადება - გადამზადებას და 50 მასწავლებელი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, მაღალი მოთხოვნა არსებობს ჩვენს მეზღვაურებზე, მეორე მხრივ, ჩვენი მხრიდან ძალიან კარგი და ხარისხიანი განათლება იქნება მსურველებისთვის შეთავაზებული," - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics