07:56 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-21 10:23:20, 2192 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყოს ექსპორტი და ინვესტიციები

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, იყო ექსპორტი და ინვესტიციები. მისი განცხადებით, სამინისტროს ამოცანაა, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ექსპორტთან ერთად იყოს ინვესტიციების ზრდა.

„ზოგადად ინვესტიციების და მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა წლიდან წლამდე არაერთგვაროვანია და ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში დიდად არის დამოკიდებული ცალკეული მსხვილი პროექტის დაწყება-დასრულების ვადებზე. აქედან გამომდინარე, სწორია, თუ ინვესტიციების დინამიკას საშუალოვადიან პერიოდში შევხედავთ. ბოლო 7-წლიან პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო მაჩვენებელი 35%-ით არის გაზრდილი წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მშპ-თან  მიმართებაში  რეგიონის ქვეყნებს შორის - ეს არის  7%-ზე მეტი, რაც 3-ჯერ მაღალია ჩვენი რეგიონის და აღმოსავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებთან შედარებით" - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ეს არ არის საკმარისი და არ იძლევა თვითკმაყოფილების საფუძველს, რადგან ქვეყანას მეტი უცხოური და  ქართული, ახალი ინვესტიცია გვჭირდება მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად.

„ამ თვალსაზრისით, იმედის მომცემია მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის შედეგები, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 14%-ით გაიზარდა და მომავალ წელსაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ეს დადებითი ტენდენცია, მათ შორის რეინვესტიციის კომპონენტში  გაგრძელდეს" - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics