|
2019-12-20 19:14:48, 2866 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის საკრებულომ ერეკლე კუხიანიძე გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენა
თბილისის საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ შემდეგ, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაც დაატოვებინეს. დღევანდელ სხდომას თავად კუხიანიძეც ესწრებოდა, თუმცა კენჭისყრის შედეგებს არ დაელოდა. იგი საკრებულოში უმცროს ქალიშვილთან, მარიამ კუხიანიძესთან ერთად მივიდა და აღნიშნა, რომ ოჯახის წევრებს არ მიუტოვებიათ. „აქ არის ჩემი უმცროსი ქალიშვილი, მარიამ კუხიანიძე, რომელიც მთლიანად მიჭერს მხარს, ჩემი შუათანა ქალიშვილიც ჩამოვა და ისიც ჩემს მხარეზე დგას, მთელი ჩემი ოჯახი გვერდში მიდგას. ასე, რომ ზოგიერთი ტაკიმასხარების გამოხტომები, რომ ვიღაცამ მიმატოვა და რაღაცა, ეს არის აბსოლუტურად დიდი ტყუილი. მე სამწუხაროდ ახლა დაგტოვებთ და ერთადერთი მინდა გირჩიოთ, რომ ის ოთახი, სადაც ეს ჭინკები იყვნენ და სხვადასხვა სიბინძურეები ჩაატარეს, მოიყვანოთ მღვდელი და აკურთხოთ ეს ოთახი“, - განაცხადა კუხიანიძემ და სხდომა დატოვა. სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება მძიმეა, თუმცა მეგობრებს არ განსჯის. „ეს მათი გადაწყვეტილებაა, რა თქმა უნდა ჩემთვის ეს არის ძალიან მძიმე. ვფიქრობ, რომ მეგობრები უფრო უნდა დავიცვათ, მაგრამ მე მათ არ განვსჯი ეს არის პოლიტიკური პროცესი“, - განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ. შეგახსენებთ, კუხიანიძის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საკრებულოს დეპუტატმა ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს „პროვოკატორები“ უწოდა და შეურაცხყოფა მიაყენა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)