10:16 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 17:45:20, 515 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტს შეხვდა

თბილისი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის მზად არის– საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მნიშვნელობაზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტის, პატრიკ ჰიკის შეხვედრაზე. 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა  ევროპის ახალგაზრდულიოლიმპიური ფესტივალისთვის გაწეული სამუშაობის გამო და საქართველოს მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა.

„მოვინახულე სპეციალურად ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენებული დაგანახლებული ინფრასტრუქტურა. ძალიან კარგი შედეგი ვიხილეთ, ოლიმპიური ობიექტები შეესაბამება საერთასორისო სტანდარტებს. ყველაფერი არის მაღალ დონეზე შესრულებული“, - აღნიშნა  პატრიკ ჰიკმა შეხვედრაზე.

მისივე განცხადებით, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დღეებში, თბილისს სპორტსმენებთან ერთად, მათი მშობლები და გულშემატკივრები ეწვევიან, რაც არის კარგი საშუალება საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესაფასებლად.

შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და „თბილისი 2015“–ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სეულის სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთმა „ხოჭოების“ გამო სომხეთიდან ყველა სახის ბოსტნეულის, ხილისა და თხილის იმპორტი აკრძალა
რუსეთში ნავთობის წარმოება ზედიზედ მეექვსე თვეა მცირდება
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics