|
2019-12-20 13:04:39, 1608 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - ხელისუფლების შემოთავაზება არასერიოზულია და ივანიშვილის გუნდში არსებულ რღვევას ადასტურებს
„ეს არასერიოზული შემოთავაზება ადასტურებს ივანიშვლის გუნდში არსებულ რღვევას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გიგა ბოკერიამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბოკერიას თქმით, მმართველი გუნდის ე.წ კომპრომისული ვარიანტი მიუღებელია და თუ ხელისუფლება არ გადადგამს რეალურ ნაბიჯებს, ქვეყნის შიგნით გაგრძელდება პროტესტი და ქვეყნის გარეთ გაღრმავდება იზოლაცია. „რა კომპრომისზეა საუბარი, ეს არასერიოზული შემოთავაზება ადასტურებს ივანიშვილის გუნდში არსებულ რღვევას. ეს წინადადება თამაშის წესს არსებითად არ ცვლის. თამაშის წესი უნდა შეცვლილიყო, რადგან პროპორციულობა არის აქ საკვანძო საკითხი, გარდა იმისა, რომ ნდობა არ გვაქვს და გაირკვა, რომ რესურსი ჰქონიათ საკონსტიტუციო ცვლილებების და ამის რესურსი თუ აქვთ, მაშინ „გერმანული მოდელი“ მიგვეღო. ივანიშვილიც კი ხვდება როგორ მძიმე მდგომარეობაში არიან და ამიტომ ამ მანევრებს აკეთებენ, რომელიც არ არის სერიოზული, მაგრამ ეს აჩვენებს, რომ ნელ-ნელა ხვდებიან როგორ მძიმე დღეში აღმოჩნდებიან, თუ რეალურ ნაბიჯს არ გადადგამენ. ეს არ არის რეალური ნაბიჯი, მათ უნდა წაიღონ შეურაცხყოფა რაც ხალხს მიაყენეს. თუ ვერ მიხვდებიან, ქვეყნის შიგნით პროტესტი გაგრძელება და გარეთაც იზოლაცია გაღრმავდება, რასაც ხედავთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)