|
2019-12-20 12:51:59, 1486 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე: „ქართულ ოცნებას“ „განკითხვის დღე“ უნდა მოვუწყოთ
„ „ქართულ ოცნებას“ უნდა მოვუწყოთ „განკითხვის დღე“, იმ არაადამიანური პასუხებისთვის, რაც ძალაუფლების ტკბობიდან გამომდინარე აქვთ“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ვაშაძის თქმით, საზოგადოების მოთხოვნაა პროპორციული არჩევნები და არა პარლამენტში ადგილებით ვაჭრობა. „100-50-ზე ფუნდამენტურად არ ცვლის მიდგომებს არჩევნების თვალსაზრისით. საზოგადოების მოთხოვნა არის, პროპორციულად იყოს წარმოდგენილი ყველა ძალა პარლამენტში და არა ის, ვიღაცამ ივაჭროს ვის მეტი ადგილი ექნება და ვის ნაკლები. იანვრიდან, ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული წინაარმდეგობის მოძრაობა და „ქართულ ოცნებას“ უნდა მოვუწყოთ „განკითხვის დღე“, იმ არადამიანური პასუხებისთვის რაც ძალაუფლების ტკბობიდან გამომდინარე მათ აქვთ. პასუხისმგებელი ეს ხალხი არ არის ვინც მოლაპარაკებებზე ზის, პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილია და მას აუცილებლად მოვუწყობთ „განკითხვის დღეს“ ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც უკვე პირდაპირ და ღიად აცხადებენ, რომ ფინანსური სანქციები უნდა იყოს ივანიშვილთან მიმართებაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)