|
2019-12-20 11:49:55, 1210 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: პოლიციელი გმირია - დაჭრის ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რაოდენ რისკის შემცველი პროფესიაა
„სრული მხარდაჭერა ჩვენს მამაც პოლიციელებს! იმედი გვაქვს პოლიციის ოფიცერი მალე გამოჯანმრთელდება. დაჭრის ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და რისკის შემცველი პროფესიაა პოლიციელობა და თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად პოლიციელების მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენ ვიცხოვროთ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში",-ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბათუმში, საპატრულო პოლიციელის დაჭრის ფაქტს. არჩილ თალაკვაძემ დაჭრილ სამართალდამცავს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და პოლიციელების მიმართ სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. „მთელი სახელმწიფო, მთელი საზოგადოება ვგულშემატკივრობთ დაჭრილ პოლიციელს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება. პოლიციელებს აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა. პოლიციელი არის გმირი! ამ დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ყოველდღიურად პოლიციელებს უწევთ რთული მისიის შესრულება. მადლობა მინდა ვუთხრა ექიმებს, ასევე, მეწყვილე პოლიციელს, რომელმაც ძალიან გაბედულად იმოქმედა და შესაძლებელი გახდა დაჭრილის სიცოცხლის გადარჩენა. დაველოდებით ახალ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)