|
2019-12-19 18:05:48, 1802 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინი: ხანგოშვილი იყო სისხლიანი მკვლელი, მხოლოდ ერთ აქციაზე 98 ადამიანი მოკლა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე ისაუბრა. ჟურნალისტმა ვლადიმერ პუტინს მისივე სიტყვები შეახსენა, რომ რუსულმა მხარემ დააყენა ხანგოშვილის პირის გადმოცემის საკითხი, ასევე გერმანის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ გადაცემაზე არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა რუსული მხრიდან. კითხვაზე, ვინ არის მართალი – ვლადიმერ პუტინი თუ გერმანიის შს მინისტრი, პუტინმა უპასუხა, რომ ორივე მათგანი მართალია, რადგან ეს საკითხები სპეცსამსახურების დონეზე განიხილებოდა. „ასეთი საკითხები სპეცსამსახურების დონეზე განიხილებოდა. ოფიციალური მოთხოვნა პროკურატურის მხრიან არ ყოფილა, რადგან ჩვენმა კომპეტენტურმა ორგანოებმა ჩათვალეს, რომ აზრი არ ექნებოდა, რადგან მათ მიავედრეს, რომ პასუხი იქნებოდა უარყოფითი. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ის, რაც ვთქვი პარიზში, კონფერენციის დროს. ის იყო სისხლიანი მკვლელი, კავკასიაში მხოლდო ერთ აქციაზე მან 98 ადამიანი მოკლა. დაფიქრდით ამ ციფრზე, ბევრ ქვეყანაში ამაზე ნაკლებ ადამიანზე საყოველთაო გლოვას აცხადებენ. ის იყო მოსკოვის მეტროს ერთ-ერთი ორგანიზატორი და ეს სრული ჩამონათვალი არ არის“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)