|
2019-12-18 16:36:08, 1686 ნახვა
პოლიტიკა
საოკუპაციო ხაზთან მყოფმა ერეკლე კუხიანიძემ ანატოლი ბიბილოვს რუსულ ენაზე მიმართა
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, საკრებულოს დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე ე.წ. საზღვრისპირა სოფელში, საკორინთლოში ჩავიდა. მან ადგილიდან „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს რუსულ ენაზე მიმართა და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება სთხოვა. „მინდა მივმართო პრეზიდენტს ამ რესპუბლიკის, ბატონ ბიბილოვს. მე მინდა გთხოვოთ, დავიწყოთ ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბება. ამისთვის, პირველ რიგში ვფიქრობ, რომ აუცილებელია გათავისფულდეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ამ დროისთვის თქვენთან, ციხეში იმყოფება და რომელმაც თქვენი კანონი დაარღვია“, - მიმართა ერეკლე კუხიანიძემ ბიბილოვს. რაც შეეხება კითხვას, სცემს თუ არა პატივს საოკუპაციო რეჟიმის კანონებს, კუხიანიძემ ასე უპასუხა: „ჩვენთვის ეს არის ჩვენი ტერიტორია, მათთვის არის სხვა ტერიტორია. ვლაპარაკობ მათ კანონებზე. მე მტერსაც კი პატივს ვცემ“. შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“, ერეკლე კუხიანიძეს დღეს უმრავლესობა დაატოვებინეს. მიზეზი მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება გახდა, რომლითაც მან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)