|
2019-12-18 14:20:21, 1281 ნახვა
საზოგადოება
„ეს არის სიტემური დანაშაული“ - მოძრაობა „სირცხვილიამ“ შსს-სთან მდუმარე პერფორმანსი გამართა
15 წლის ლუკა სირაძის ოჯახისადმი სოლიდარობის ნიშნად, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მდუმარე აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ ადგილზე სიმბოლურად სკამი და მერხი ჰქონდათ მიტანილი. „ამით გამოვხატავთ სოლიდარობას დაღუპულის ოჯახისთვის და 15 წლის არასრულწლოვნისთვის, რომელიც გახდა პოლიციის მსხვერპლი და ეს არის სიტემური დანაშაული, სწორედ ამიტომ მოვიტანეთ ეს მერხი და სკამი“,- განაცხადა „სირცხვილიას“ წევრმა ნოდარ რუხაძემ. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად აქტივისტებს შენობასთან მიახლოვების საშუალებას პოლიცია არ აძლევდათ. მოგვიანებით, ადგილზე თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე მივიდა და აქციის მონაწილეებს ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცა. ცნობისთვის, საქმე ეხება სკოლის კედელზე გაკეთებულ წარწერას - „ამ ცხოვრების დედაც“, რომლის გამოც, ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით ვერ მოახერხეს იმ მოზარდის იდენტიფიცირება, რომელმაც წარწერა გააკეთა, შესაბამისად, მათ არასრულწლოვნები გამოკითხვაზე დაიბარეს. სწორედ გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)