|
2019-12-18 12:23:21, 1596 ნახვა
პოლიტიკა
ერეკლე კუხიანიძეს თბილისის საკრებულოს უმრავლესობა დაატოვებინეს
თბილისის საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“, ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს. ამის შესახებ საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე მმართველი გუნდის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" უმრავლესობამ მიიღო. შეგახსენებთ, ერეკლე კუხიანიძემ რამდენიმე დღის წინ ოკუპანტების მიერ დაკავებულ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს "პროვოკატორები" უწოდა შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში საკრებულოს შენობაში ხმაური და დაპირისპირება იყო. სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კუხიანიძის კაბინეტი დაიკავეს და მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდნენ. მოგვიანებით, აქტივისტებს კაბინეტი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. დაპირისირების დროს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)