|
2019-12-17 15:25:07, 2117 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: გაკვირვებული ვარ იმ შეფასებებით, რაც ჩვენ მეგობარ კონგრესმენებს გააჩნიათ
„გაკვირვებული ვარ იმ შეფასებით, რაც ჩვენ მეგობარ კონგრესმენებს გააჩნიათ, თუნდაც 20 ივნისთან დაკავშირებით“ , - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამერიკელი კონგრესმენების წერილს. ვოლსკის თქმით, აღნიშნულ შეფასებებზე არა მხოლოდ წერილობითი პასუხების გაცემა, არამედ დეტალური ფაქტობრივი მასალის მიწოდებაა საჭირო. "ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ობიექტურად და საკმაოდ პოზიტიურად შეფასდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სასამართლო რეფორმა, რაზედაც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა. საკმაოდ გაკვირვებული ვარ იმ შეფასებით და ინფორმაციით, რაც ჩვენ მეგობარ კონგრესმენებს გააჩნიათ თუნდაც 20 ივნისთან დაკავშირებით. ვფიქრობ, საჭიროა დეტალური პასუხის გაცემა და არა მარტო წერილობითი პასუხი, არამედ დეტალური ფაქტობრივი მასალის მიწოდება, რასაც ალბათ ჩვენი კოლეგები, პარლამენტის წევრები შეძლებენ ვაშინგტონში ყოფნის პერიოდში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)