|
2019-12-16 13:30:02, 1149 ნახვა
პოლიტიკა
„ეს არის ქაჯეთის ციხე“ - ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში არ უშვებენ
„ეს საკრებულო კი არა ქაჯეთის ციხეა, სადამდე უნდა ვუბრახუნოთ“ - საკრებულოს წევრ, ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში არ უშვებენ. როგორც მან აღნიშნა, კუხიანიძე ქართველი ხალხისთვის, მისი განცხადების შემდეგ, პოლიტიკურად მიცვალებულია. „ეს საკრებულო კი არა ქაჯეთის ციხეა, სადამდე უნდა ვუბრახუნოთ. მე ვთავაზობ სამოქალაქო აქტივისტებს, ერთი შესაძლებლობა არის იმის, რომ ბატონმა კუხიანიძემ კანონის შესაბამისად დატოვოს საკრებულო. თუ ის არ დაწერს განცხადებას და არ დაწერს, თუ საკრებულოს თავმჯდომარე და უმრავლესობა არ მოინდომებს, რომ უთხრან, რომ გავიდეს უბრავლესობიდან, ერთი შესაძლებლობა არსებობს, ეს კაცი ისედაც მიცვალებული იყო, ქართველი ხალხისთვის არაფერი არ გაუკეთებია, ახლა განსაკუთრებით არის პოლიტიკური მიცვალებული. ეს ადამიანი მიცვალებულად გამოვაცხადოთ, მივმართოთ მუნიციპალიტეტს და გადაამოწმოს ეს კაცი ცოცხალია თუ არ ადა რეგლამენტის შესაბამისად ადამიანს შეიძლება უფლებამოსილება შეუწყდეს თუ ის გამოცხადდება მიცვალებულად. ჩემი აზრით, ეს ადამიანი უკვე არის პოლიტიკურად მიცვალებული, მას არაფერი ესაქმება თბილისის საკრებულოსი ამიტომ ჩვენ, მათ შორის საკრებულოს ოპოზიცია, ვუზრუნველყოფთ წერილს, სადაც მივუთითებთ, რომ კუხიანიძე ქართველი ხალხისთვის, მისი განცხადების შემდეგ, არის პოლიტიკურად მიცვალებული. მოვუწოდებთ მუნიციპალიტეტს მიაკითხონ სახლში და სამეზობლოში მოიკითხონ ეს კაცი ცოცხალია თუ მკვდარი. ჩემი ღრმა რწმენით, დარწმუნებული ვარ, მისი მეზობლების დიდი ნაწილი დაადასტურებს, რომ ეს კაცი არათუ ამ განცხადების შემდეგ, არამედ დიდი ხანია მიცვალებულია, შესაბამისად მუნიციპალიტეტ მოვუწოდებ რეგლამენტის შესაბამისად დაიწყოს მოქმედება“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ „იდიოტები“ და „პროვოკატორები" უწოდა. ამასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოსთან „სამოქალაქო მოძრაობის“, „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ ლოზუნგით - „დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ“.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)