|
2019-12-15 13:21:32, 1333 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე- მოლოდინს გადააჭარბა იმ ადამიანების რაოდენობამ, რომელიც ღონისძიებაზე იყო მოსული
„ჩვენ მოვუწოდეთ „ქართული ოცნების" და მისი ევროპული კურსის მხარდამჭერებს, მოსულიყვნენ დღეს დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე და ნახეთ, რომ მასშტაბი ამ ღონისძიების იყო ძალიან დიდი. ჩვენ გვინდოდა სულ მცირე 100 ათასი ადამიანი ყოფილიყო და მოლოდინს გადააჭარბა იმ ადამიანების რაოდენობამ. რომელიც ღონისძიებაზე იყო მოსული. ამით გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას", მის დასავლურ კურსს აქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა და ამის კიდევ ერთხელ დაფიქსირება იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი",-ამის შესაცხებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმმა ირაკლი კობახოძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღნიშვნა, თუმცა, ამასთან ერთად, საზოგადოებამ იხილა ისიც, თუ რამდენი ადამიანი დგას „ქართული ოცნების" უკან. „გახსოვთ, რომ იყო სპეკულაციები, თითქოს ხალხი ითხოვდა რაღაცას, ხალხი აპროტესტებდა, ამაზე საუბრობდა ხშირად ოპოზიცია, მათ მაქსიმუმ რაც მოახერხეს ეს იყო დახლოებით 5-6 ათასი ადამიანის მობილიზება გარკვეულ აქციებზე და ისინი ჩვენ გვესაუბრებოდნენ ხალხის სახელით. რეალურად ხალხი სად დგას, ეს არის გასაზომი არჩევნებით და გასაზომი ზოგადი გარემოთი. დღეს, ესეც დადასტურდა დღევანდელი ღონისძიებით. ხალხი დგას ქართული ოცნების უკან, ეს დადასტურდა წინა არჩევნებით და ამის დასტური იქნება 2020 წლის არჩევნები. ჩვენი გზავნილი არის ის, რომ ევროპასთან დაახლოვებას ჩვენ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ეს ისედაც საყოველთაოდ ცნობილია. გვაქვს ძალიან მყარი პოზიციები, გვაქვს მყარი დასავლური, ევროპული კურსი და ასეთი მოვლენის გამოყენება ამის დასაფიქსირებლად იყო ძალიან მნიშვნელოვანი",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)