|
2019-12-13 18:08:34, 2028 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - ყოველდღიურად ვიმუშავებთ, რომ საქართველო-უკრაინის პარტნიორობა მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს
ჩვენი თანამშრომლობა, დაფუძნებული ეკონომიკაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უსაფრთხოებაზე, ძირითად მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და ასევე იმას, რომ ჩვენი ქვეყნები დარჩნენ ევროპული სივრცის ნაწილად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრანის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა უკრაინელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ყოველთვის აფიქსირებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი უპირობო მხარდაჭერას. გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგს - პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერას. „ეს გახდება ყველაზე ეფექტური პლატფორმა იმისათვის, რომ ჩვენმა მთავრობებმა, სამინისტროებისა და უწყებების დონეზე, სხვადასხვა სფეროებში, როგორებიცაა ეკონომიკა, უსაფრთხოება, საერთაშორისო ურთიერთობები, კულტურა - ითანამშრომლონ და შედეგებს მიაღწიონ კიდევ უფრო ეფექტურად", - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერის შეფასებით, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ეფექტურ ეკონომიკურ თანამშრომლობას უნდა დაეფუძნოს და საქართველოს მთავრობა მზად არის, უფრო მეტს მიაღწიოს ვაჭრობის, ტრანსპორტის, განვითარების სფეროში და სხვადასხვა მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით. „ჩვენ მზად ვართ, ყოველდღიურად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა უკრაინასა და საქართველოს შორის კიდევ უფრო მეტი შედეგების მომტანი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა გახარიამ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტური უნდა გახდეს. „ჩვენი თანამშრომლობა ისეთი მიმართულებით, როგორიც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, კიდევ უფრო ეფექტური უნდა გახდეს, რამეთუ, ეს სასარგებლოა ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ ერთად უფრო მეტს შევძლებთ, ჩვენი ქვეყნების ევროპული მიმართულებით ინტეგრაციისთვის. მივესალმებით და მხარს ვუჭერთ აღმოსავლეთ პარტნიორობაში არსებულ ფორმატს, როდესაც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობენ იმისთვის, რომ შედეგს უფრო სწრაფად და ეფექტურად მიაღწიონ. საქართველოს მთავრობა მზად არის, ყოველდღიურად იმუშაოს იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის იყოს კონკრეტული შედეგის მომტანი ჩვენი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)