|
2019-12-12 18:40:38, 1624 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია იურიდიულ კომიტეტს ტოვებს
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ მიიღო. როგორც ბესელიამ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ამ კენჭისყრით ოფიციალურად დააკანონა ძალადობრივ წარსულთან გარიგება. „ „ქართულ ოცნებას“ ვულოცავ, რომ მან ამ კენჭისყრით ოფიციალურად დააკანონა ძალადობრივ წარსულთან გარიგება. ის ოფიციალურად გახდა მემკვიდრე იმ უსამართლობის, რაც ქვეყანაში ხდებოდა. 9+8 და შეგვიძლია ტოლობის ნიშანი დავსვათ. „კლანმა“ გაიმარჯვა, როგორც იურიდიულ კომიტეტში, ისე „ქართული ოცნების“ უმრავლესობაზე. მან მოახერხა საკუთარი სურვილებით ეტარებინა მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლის პარლამენტში იყვნენ, რადგან იურიდიული კომიტეტი ოფიციალურად კლანის ფილიალი გახდა, ეს ჩემი ბოლო სხდომა იყო ამ კომიტეტში. მე ამ კომიტეტში აღარ დავრჩები. ჩემი გადადგომიდან ამ დრომდე კომიტეტში დავრჩი მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლომდე გამომეყენებინა ყველა შანსი, რომ 5 მოსამართლე კი არ ჩამოშორებოდა ამ კენჭისყრას, არამედ - მეტი. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური და კიდევ უფრო დიდი მორალური მარცხი. ანრი ოხანაშვილი კლანის უსახური მსახურია. იურიდიული კომიტეტი აღარ არსებობს, არც ადამიანის უფლებათა კომიტეტი არსებობს. დარჩენილ დროს მოვახმარ იმას, რომ გამოსავლის გზებზე ვიფიქრო“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)