22:24 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 15:00:11, 2082 ნახვა

პოლიტიკა
„ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი“ - დაჩი ბერაია და რომან გოცირიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტში ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი, დაჩი ბერაია და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე.

დაჩი ბერაიას განცხადებით, მას გოცირიძემ შეაგინა, რასაც მისი მხრიდან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

„ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას იმ ინციდენტის გამო, რომელიც მოხდა. რაც შეეხება თვითონ ინციდენტს, რომან გოცირიძე არის მატყუარა და უზრდელი ადამიანი. მე მას მივუთითე, რომ სირცხვილია რასაც ის აკეთებს,  ამის შემდეგ მე მივიღე მისგან შეურაცხყოფა, შემაგინა, ამის შემდეგ მივუთითე მისი ასაკის შესახებ და ვუთხარი რომ მამაჩემის და ბაბუაჩემის ტოლა კაცი ხარ და წესიერად მოიქეცითქო, მან ეს ნათქვამი არ გაიგონა და ხელახლა მომაყენა შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ჩემი რეაქცია იყო,  ჩემი აზრით, ბუნებრივი და ადეკვატური, თუმცა კიდე ერთხელ, გულწრფელად მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. დიახ ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი“,- აღნიშნა დაჩი ბერაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics