|
2019-12-12 13:54:53, 1020 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე ნიკა მელიას საქმეზე - მინდა დღევანდელი კენჭისყრის შედეგები ამოვბეჭდო და პარლამენტის ფოიეში „სამარცხვინო დაფაზე“ გავაკრა
„ყველა ის დეპუტატი, ვინც მისცემს ხმას ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას, იქნება „სამარცხვინო დაფაზე“ გამოკრული“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, ნიკა მელიას პარლამენტიდან გაშვება არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან წინ არის მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლო. „ახლა ვდგავარ მონიტორთან და ვაკვირდები კენჭისყრის შედეგებს. მინდა შემდეგ ეს ამონაბეჭდი აქ გავაკრა და მას ვუწოდო სამარცხვინო დაფა ყველა იმ დეპუტატისა, რომლებიც ნიკა მელიას უფლებამოსილებას უყრის კენჭს. დღეს იყო ძალიან დამაზიანებელი დღე „ქართული ოცნებისთვის“ თუმცა, თითქმის ყოველი დღე ასეთია. დაწყებული ივანიშვილის ტყუილიდან, როდესაც მან საერთაშორისო პარტნიორები მოატყუა და პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩააგდო. იმ დღიდან მოყოლებული „ქართული ოცნება“ არის ჩამოშლის რეჟიმში და უმძიმესი დარტყმა მიიღო. ნიკა მელიას პარლამენტიდან გაშვება არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან წინ არის მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლო და აკეთებენ ცინიკურ განცხადებას, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო ნიკა მელიას გაამართლებს მაშინ დავაბრუნებთ კვლავ პარლამენტში და ზარალსაც ავუნაზღაურებთ კომპანსაციის სახითო. ეს არის ძალიან უღირსი განცხადება. დღევანდელი დღე, მოსამართლეების საკითხი და ნიკა მელიას საქმე ძალიან ძვირად დაუჯდება „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიასა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. კერძოდ, მას 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და ამასთანავე, 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)