|
2019-12-12 13:21:02, 1170 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს
პლენარული სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უნდა უყარონ, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ეკა ბესელია და ბექა ნაცვლიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მანმდე, ეკა ბესელიამ მოითხოვა, რომ მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის საკითხი დღის წესრიგიდან ამოეღოთ, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კენჭისყრის საკითხი დღის წესრიგში დარჩა, რის შემდეგაც დამოუკიდებელმა დეპუტატმა დარბაზი დატოვა. პლენარულ სხდომას აღარ ესწრება არც ბექა ნაცვლიშვილი. მისი მოთხოვნა იყო, რომ მოსამართლეობის კანდიდატებისთვის მხარი არ დაეჭირათ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართება. აღნიშნულის გასაპროტესტებლად პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)