21:21 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 11:18:21, 1056 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია მოსამართლეობის კანდიდატებს: სასწრაფოდ თქვით, რომ აღარ გინდათ კენჭი გიყაროთ პარლამენტმა

„მივმართავ იმ 19 კანდიდატს, სასწრაფოდ თქვით, რომ აღარ გინდათ თქვენ კენჭი გიყაროთ პარლამენტმა“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ასევე კანდიდატებს მოუწოდა, ქვეყანას პოლიტიკური კრიზისის წინაშე ნუ დააყენებენ.

„მივმართავ იმ 19 კანდიდატს, სასწრაფოდ თქვით, რომ აღარ გინდათ თქვენ კენჭი გიყაროთ პარლამენტმა, ნუ აყენებთ ქვეყანას მძიმე არჩევანის და პოლიტიკური კრიზისის წინაშე. რად ღირს თქვენი ლეგიტიმაცია, როდესაც თქვენ არ გენდობათ პარლამენტის ნაწილი, რომელსაც აქვს უფლება ილაპარაკოს ადამიანების სახელით.

უღირს „ქართულ ოცნებას“ ამ სანახაობის ფონზე, რომელიც ხდება აქ და გარეთ, კენჭისყრის ჩატარება? იმაზე უარესად იქცევიან, ვისაც თითქოს ემიჯნებიან. იმათ ტვინი მაინც ჰქონდათ, რომ პროტესტის დროს უკან დაეხიათ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics