|
2019-12-12 10:02:13, 992 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართება
დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრიან. 20 კანდიდატიდან თითოეულს დეპუტატები ხმას ღია კენჭისყრაზე მისცემენ. როგორც ცნობილია, კანდიდატებს კენჭს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე უყრიან. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგი კანდიდატები წარუდგინა: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, პაატა სილაგაძე, ნუგზaრ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი. რაც შეეხება ზაზა თავაძეს, მან კონკურსიდან საკუთარი კანდიდატურა დეკემბრის დასაწყისში მოხსნა, თუმცა კანონმდებლობით მას კენჭს მაინც უყრიან. კენჭისყრის პარალელურად, პარლამენტთან ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)